სალომე ზურაბიშვილი ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება
სალომე ზურაბიშვილი ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას საქართველოს, ბალტიის ქვეყნებისა და უნგრეთის პრეზიდენტები დაესწრებიან. ამის შესახებ უკრაინული მედია საგარეო უწყების პრესმდივანზე, ეკატერინა ზელენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამჟამინდელი მდგომარეობით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო დადასტურება ბალტიის ქვეყნების, საქართველოსა და უნგრეთის პრეზიდენტების მონაწილეობის შესახებ“, -აღნიშნა ზელენკომ.

მისი თქმით, როგორც მოსალოდნელია, ინაუგურაციას ასევე დაესწრება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარეკ შევჩივიჩი, ნატო-ს დელეგაციას კი გენერალური მდივნის თანაშემწე ალეხანდრო ალვარგონსალესი უხელმძღვანელებს.

ინფორმაცია, რომ ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას სალომე ზურაბიშვილი დაესწრება, საქართველოს პირველ არხს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება.