ვლადიმირ ზელენსკიმ არ დააკმაყოფილა უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადება გადადგომის შესახებ
ვლადიმირ ზელენსკიმ არ დააკმაყოფილა უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადება გადადგომის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრის, ალექსეი გონჩარუკის გადადგომის შესახებ განცხადება არ დააკმაყოფილა.​ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზელენსკიმ გონჩარუკან შეხვედრა გამართა. ზელენსკის თქმით, მან გონჩარუკისთვის შანსის მიცემა გადაწყვიტა.

„ახლა სახელმწიფოს ეკონომიკურად და პოლიტიკურად შერყევის დროს არ არის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ალექსეი გონჩარუკმა გადაგომის შესახებ განცხადება 17 იანვარს, მას შემდეგ გააკეთა, რაც ეკონომიკური ბლოკის მაღალჩინოსნებთან მისი საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ეკონომიკაში ვერ ერკვევა.