ვლადიმირ ზელენსკი – უბრალოდ, სააკაშვილს პასპორტი დავუბრუნე, სულ ეს იყო

12:55, 05.06.2019

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, მას არანაირი პოლიტიკური გეგემები არ აქვს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ეს განცხადება ზელენსკიმ უკრაინულ ტელეკომპანია „1+1“-თან ინტერვიუში გააკეთა.

„არა, პოლიტიკური გეგმები არ არის. გეგმები იყო მარტივი და ადამიანური. მე პრესას დავპირდი, ვთქვი და მიმაჩნია, რომ მას პასპორტი უკანონოდ ჩამოართვეს და უბრალოდ, დავუბრუნე, სულ ეს იყო“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 28 მაისს აღუდგინა.

https://www.facebook.com/tsn.ua/videos/2398834226870399/UzpfSTExNzcyODA4NDA6Vks6MjQxNzIxMTExMTg0NzM3Mg/?comment_id=2417211721847311&notif_id=1559724606862562&notif_t=group_comment_mention

 

მსგავსი