ვლადიმირ ზელენსკი - სააკაშვილისთვის თანამდებობის მინიჭებაზე ახლა არ ვფიქრობთ
ვლადიმირ ზელენსკი - სააკაშვილისთვის თანამდებობის მინიჭებაზე ახლა არ ვფიქრობთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს თავის გუნდში ამ ეტაპზე არ მოიაზრებს.

„ის კიევშია. მას დავუბრუნე უკრაინული პასპორტი. ახლა არა, ამაზე ახლა არ ვფიქრობთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იულია მენდელმა.

„ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს არანაირი ოფიციალური მოლაპარაკებები მიხელ სააკაშვილისთვის რაიმე თანამდებობის მინიჭების შესახებ. ჩვენ ვგეგმავთ ერთად შევკრიბოთ ადამიანები, რომლებიც მზად არიან ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები განახორციელონ. ვფიქრობ, არა მხოლოდ პრეზიდენტი ზელენსკი, არამედ მთელი მსოფლიო ყურადღებას ადევნებდა თვალს იმ ძირეული ცვლილებებს რომელიც საქართველომ განიცადა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. საქართველოს გამოცდილება და ცოდნა საინტერესო იქნება უკრაინისთვის. აქ საუბარი არაა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე, არამედ ასევე თანამშრომლობაზე ოფიციალურ სტრუქტურებთან. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს. ვლადიმირ ზელენსკიმ აღადგინა სამართლიანობა მისთვის მოქალაქეობის მინიჭებით. შემდგომი ნაბიჯები სამართალდამცველმა სტრუქტურებმა უნდა გადადგან“, – აცხადებს იულია მენდელი.