ვლადიმირ ზელენსკი პრესმდივნის თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს
ვლადიმირ ზელენსკი პრესმდივნის თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს

უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი პრესმდივნის თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით გაავრცელა.

„თუ შენ იცი მინიმუმ სამი ენა (უკრაინული და ინგლისური სავალდებულოა), თუ გაქვს ჟურნალისტიკაში ან პუბლიცისტიკაში მუშაობის გამოცდილება და მზად ხარ, იმუშაო კვირაში 7 დღე 24 საათი, მაშინ გამომიგზავნე შენი რეზიუმე“, – განაცხდა ვლადიმირ ზელენსკიმ.