ვლადიმირ ზელენსკიმ პოროშენკოს მიმართა - მე არ ვარ პოლიტიკოსი, აქ თქვენი შეცდომების გამო ვდგავარ
ვლადიმირ ზელენსკიმ პოროშენკოს მიმართა - მე არ ვარ პოლიტიკოსი, აქ თქვენი შეცდომების გამო ვდგავარ

უკრაინაში საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები მიმდინარეობს. სტადიონზე შკრებილებს ვლადიმირ ზელენსკიმ მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი იქნებოდა.

„ვერ წარმოვიდგენდი, რომ პოროშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენი ცხოვრება იქნებოდა ბრძოლა არსებობისთვის. ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ღირსების რევოლუციით ისარგებლებდნენ უღირსები. არსებობს ორი პორშონკო – შესანიშნავი ორატორი, ფინანსისტი, ეკონომისტი, ის ყოველთვის ჩნდება მაშინ, როცა არის კამერები და როცა კამერები ქრება გამოდის მეორე პოროშნკო“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, თავადაც იყო პოროშენკოს მხარდამჭერი, თუმცა შეცდა.

„მე არ ვარ პოლიტიკოსი და აქ თქვენი შეცდომებისა და შეუსრულებელი დაპირებების გამო ვდგავარ“, – მიმართა ზელენსკიმ პოროშენკოს.

პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ ზელენსკის დებატებს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე 22 ათასი ადამიანი ესწრება.