ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა აზერბაიჯანს სამხედრო დახმარებას არ აღმოუჩენს, თუმცა მის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს
ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა აზერბაიჯანს სამხედრო დახმარებას არ აღმოუჩენს, თუმცა მის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს

უკრაინა აზერბაიჯანს სამხედრო დახმარებას არ აღმოუჩენს, თუმცა მის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, – „უნიანის“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინას და აზერბაიჯანს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ისინი ყოველთვის, როდესაც ყირიმზე ვსაუბრობთ, გულწრფელად ამბობენ, რომ ყირიმის უკანონო ანექსია მოხდა; ყოველთვის მხარს უჭერენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და უკრაინის სუვერენიტეტს. ამიტომ, ჩვენ ერთმანეთს ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აზერბაიჯანსა და სომხეთს დიალოგისკენ, ასევე კონფლიქტის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

დატოვე კომენტარი