ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს
ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ განცხადება ვლადიმირ ზელენსკიმ თავის პოლონელ კოლეგა, ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „კიევი ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკსციასა და პლონეთი-აშშ-უკრაინის სამკუთხედის ფარგლებში ენერგეტიკულ თანამშრომლობას უჭერს მხარს“.

პოლონეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებმა ვარშავაში ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას, რაც პოლონეთში ექსპორტზე გატანილი ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირის კიევისთვის მიწოდებას ითვალისწინებს.

როგორც პოლონეთის მთავრობა განმარტავს, 2021 წლისთვის კიევი ექვს მილიარდ კუბურ მეტრ ამერიკულ გაზს მიიღებს.

აშშ-ი და ევროპული ქვეყნების ნაწილი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდის, რადგან მიიჩნევს, რომ ეს პროექტი ევროპის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას გაზრდის.