ვლადიმირ ვაისი - ყაზაიშვილს თამაშამდე ვუთხარი, ორი გოლი გაეტანა
ვლადიმირ ვაისი - ყაზაიშვილს თამაშამდე ვუთხარი, ორი გოლი გაეტანა

„ყაზაიშვილს თამაშამდე ვუთხარი, ორი გოლი უნდა გაეტანა. ვაკო ის ფეხბურთელია, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. რაც შეეხება კანკავას, მას გული საქართველოსთვის უძგერს და ასეთი მოთამაშეები გუნდს სჭირდება. ის ძალიან კარგი კაპიტანია,“ – განაცხადა ვლადიმერ ვაისმა ანდორასთან მოგებული (3:0) მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრის შეფასებისას თქვა, რომ მოულოდნელი არაფერი მომხდარა – „როგორც ველოდით, ზუსტად ისეთი თამაში გამოვიდა. ანდორა კარგად ორგანიზებული გუნდია და დაცვაში იჯდა. ამის მიუხედავად, დამაჯერებელი ანგარიშით მოვიგეთ. ასეთი სეხვედრები უნდა მოვიგოთ და მიხარია, რომ ეს მოვახერხეთ.“

ვაისმა ჯანო ანანიძის დაბრუნებაზეც ილაპარაკა – „სასიხარულოა, რომ მან ცოტა ხანიც რომ ითამაშა და ამის მიუხედავად, ორი მშვენიერი გადაცემა გააკეთა. იმედია, რომ ის ფიზიკურად მოღონიერდება და მოახერხებს 90 წუთიც ასევე ითამაშოს, რადგან ჩვენთვის საკვანძო ფეხბურთელია.“

მისი თქმით, ლატვიასთან შეხვედრაში ცვლილებები იქნება – „ლატვიასთან მატჩამდე მოსამზადებლად მხოლოდ ორი დღე დაგვრჩა. ფეხბურთელების გადაღლილობისა და ტაქტიკური მოსაზრებებით, შესაძოლოა, რიგის შეხვედრისას შემადგენლობაში ცვლილებები მოხდეს.“