ვლადიმირ ვაისი  - უბედნიერესი ადამიანი ვარ, ქართველი ხალხი ასე რომ გავახარეთ
ვლადიმირ ვაისი - უბედნიერესი ადამიანი ვარ, ქართველი ხალხი ასე რომ გავახარეთ

„უბედნიერესი ადამიანი ვარ – ჩემი გუნდის, ჩვენი წარმატების გამო და რომ ქართველი ხალხი და გულშემატკივრები ასე გავახარეთ,“- განაცხადა ლატვაისთან მოგების შემდეგ საქართელოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა.

ერთა ლიგის D დივიზიონის პირველი ჯგუფის მეოთხე ტურში რიგის „დაუგავას არენაზე“ ლატვიის ეროვნულმა ნაკრების დამარცხებით (3:0), საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 ქულა დააგროვა და ერთა ლიგის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ემოციებს ვერ მალავდა.

„მადლობა ჩემს მოთამაშეებს, რომლებმაც დღეს ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს. ჩვენი სამწვრთნელო შტაბის მოსვლის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა დღეს თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, თანაც ასეთ მნიშნელოვან დროს. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც მე და ჩემს სამწვრთნელო შტაბს გვენდო. ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი და ვეცდებით, ორივე წარმატებით გამოვიდეთ, რადგან ამას რეიტინგისა და შემდგომი თამაშებსითვის დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.“ – განაცხადა ვაისმა.

საქართველოს ნაკრების სლოვაკმა დამრიგებელმა მატჩის ერთ-ერთ გმირზე, გიორგი ჩაკვეტაძეზეც ილაპარაკა – „მე გიორგის 16 წლიდან ვაკვირდები.ჩემი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე მსგავსი არასოდეს მინახავს, რომ მსგავსი პროგრესი რომელიმე ფეხბურთელს ჰქონოდა . მას შეუძლია გახდეს ნამდვილი ვარსკვლავი. ის შეიძლება ყველასთვის მაგალითად იქცეს.“