ვლადიმირ ვაისი - „სლოვანის“ გამარჯვების ცოტას სჯეროდა, თუმცა კაშიას გოლმა ყველაფერი შეცვალა [ვიდეო] #1TVSPORT​

ბრატისლავისსლოვანმაკონფერენს ლიგის H ჯგუფის შეხვედრაში ერევნის „პიუნიკი“ 2:1 დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ქართველ მცველ გურამ კაშიაზეც ილაპარაკა.

„ერთი დიდი შეცდომა დავუშვით, რის გამოც კინაღამ წავაგეთ. ცოტას სჯეროდა, რომ ყველაფერს გამოვასწორებდით, მაგრამ ამ გუნდს აქვს ძალა.

პირველი გოლი გურამ კაშიამ გაიტანა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და დიდი შენაძენია. ამ გოლმა „სლოვანს“ თამაშის შემოტრიალების იმედი მისცა და მეორე გოლიც სწრაფად მივაყოლეთ.

გამარჯვებას მეტოქის შეცდომების შედეგად მივაღწიეთ. ეს ფეხბურთის ნაწილია. შეიძლებოდა, წაგვეგო, მაგრამ გამარჯვება დავიმსახურეთ. ფეხბურთში ყველა დეტალი მნიშვნელოვანია, ჩვენ კი მთელი მატჩი მეტოქეზე უკეთესები ვიყავით. ჯგუფში ისეთი ვითარებაა, ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება“, – ამბობს ვლადიმირ ვაისი.

სლოვანმა“ გურამ კაშიას და ერიკ რამირესის გოლების წყალობით გაიმარჯვა და ტურნირის პლეი ოფში გასვლის რეალური შანსი აქვს. ბოლო ტურში ვილნიუსში „ჟალგირისს“ ესტუმრება – მატჩი 3 ნოემბერს გაიმართება.