ვლადიმირ ვაისი - შესაძლოა, კვარაცხელიამ ითამაშოს
ვლადიმირ ვაისი - შესაძლოა, კვარაცხელიამ ითამაშოს

ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და „დინამო-არენაზე“ მედიასთან ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპზე საქართველოს ნაკრების უახლოეს შეხვედრაზე ილაპრაკა, რომელსაც „ჯვაროსნები“ ხვალ, 7 ივნისს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გიბრალტართან გამართავენ.

„ნაკრების დებიუტანტი ხვიჩა კვარაცხელია სათამაშოდ გამოვიძახე და არაა გამორცხული, ძირითადში დავაყენო. ის ჩაკვეტაძეს ჰგავს. მასზეა ბევრი რამ დამოკიდებული და თუ პროგრესს გააგრძელებს, საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი შეუძლია გახდეს. მის დებიუტთან დაკავშირტებით კი დიდი მოლოდინი მაქვს. სამწუხაროდ, გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია, არადა გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. გიბრალტართან შემტევი, ღია ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ხვალ. ვეცდებით, გულშემატკივარს თავი კარგი თამაშით დავამახსოვოთ” – ამბობს ვაისი

მისი თქმით, დიდია ალბათობა, რომ ნაკრებში პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა გია გრიგალავამ ითამაშოს: “მას სანაკრებო გამოცდილება გააჩნია, რუსეთში კარგი სეზონი ჩაატარა და ამიტომაც გამოვიძახე. გრიგალავა კარგ კონდიციაშია და ალბათ, ძირითად შემადგენლობაში იქნება. მცირე ტრავმა აწუხებთ ნავალოვსკის და ხოჭოლავას, სათამაშოდ მზად არც კვერკველია არის. ლევან მჭედლიძემ მხოლოდ ერთი ვარჯიში გამოტოვა და შესაძლოა ბოლო წუთები ითამაშოს. ლობჯანიძეს რაც შეეხება, ის კარგად ჯდება ჩვენს სათამაშო ტაქტიკაში. გიბრალტართან შეხვედრა ნაკრებში თავის დასამკვიდრებლად მისთვის და სხვა ფეხბურთელებისთვის კარგი შანსი იქნება“.

ვაისმა ლუკა ზარანდიას არგამოძახებაზეც ილაპარაკა, რომელმაც პოლონეთში კარგი სეზონი ჩაატარა: „ზარანდია ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა ახლა არჩევანი სხვებზე შევაჩერე. თუ ის პროგრესს გააგრძელებს, ნაკრებში აუცილებლად მოხვდება. თუმცა, ფეხბურთი დეტალების ერთობლიობაა და არა – ცალკეული დეტალები“.

პრესკონფერენციაზე ვაისთან ერთად იმყოფებოდა ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირიც: “ერთა ლიგის მატჩების დროს ნაკრების გარშემო მეტი პოზიტივი გაჩნდა და გულშემატკივარი ტრიბინაზე დავაბრუნეთ. რა თქმა უნდა, გუნდში დადებითი განწყობაა და პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ. ეს ეროვნული ნაკრებია და უმოტივაციოდ თამაში მაშინაც გამორიცხულია, როდესაც ჯგუფიდან გასვლის შანსი არ არის. ჩვენ ნებისმიერ მატჩში საბრძოლველად გავდივართ. ჩემი აზრით, ჩვენ ნაკრებს დღეს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქართველი ხალხი გაახაროს. იმასაც ვიტყვი, რომ კვარაცხელაის და ჩაკვეტაძის სახით საინტერესო ახალაგზრდები გვეზრდება“.

საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია “დ” ჯგუფის აუტსაიდერის, გიბრალტარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხულიო სეზარ რიბასმაც ჩაატარა.

„თბილისში გიბრალტარის ნაკრების მიზანი კარგი ფეხბურთის ჩვენებაა. საქართველოს ნაკრების თამაშები ვნახე და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ყველა რგოლში ძლიერი მოთამაშეები ჰყავს. თბილისში სრული შემადგენლობით ჩამოვედით და ყველა ლიდერი ფორმაშია” – აცხადებს გიბრალტარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.