ვლადიმირ ვაისი - შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი ქულა დავკარგეთ
ვლადიმირ ვაისი - შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი ქულა დავკარგეთ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგის C2 ჯგუფში სომხეთთან ფრედ დასრულებული (2:2) მატჩი შეაფასა.

ბელარუსთან მატჩის შემდეგ შემადგენლობაში ცხრა ცვლილება გვქონდა. გოლი შეხვედრის დებიუტში გავუშვით, მაშინ, როდესაც ერთი ფეხბურთელი მოედნის მიღმა იყო. ამის შემდეგ შევქმენით კარგი მომენტები და პირველივე ტაიმში უნდა გაგვეტანა. გაშვებული გოლის შემდეგ დაწინაურება მოვახერხეთ, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წუთებში ორი ქულა დავკარგეთ. მოწინააღმდეგეზე უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ“, – ამბობს ვლადიმირ ვაისი.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მომდევნო შეხვედრაზეც ილაპარაკა:

„უნდა ვისწავლოთ ამ შეცდომებზე, კმაყოფილი ვარ თამაშით, რადგან დღევანდელ შეხვედრაში ბევრი მომენტი გვქონდა და მოგება შეგვეძლო. ამ თამაშის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიაში მივემგზავრებით. მაკედონიელებთან სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი თამაში გველოდება, მომდევნო თვეში კი ამ გუნდს უკვე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში შევხვდებით“.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 5 ქულით ლიდერობს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად, რომელმაც ტალინში ესტონეთთან 3:3 ითამაშა. შემდეგ შეხვედრას 14 ოქტომბერს ჩვენი გუნდი სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიასთან სკოპიეში გამართავს.