ვლადიმირ ვაისი - ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს წლებში „ოქროს ბურთის“ მოპოვება შეუძლია #1TVSPORT
ვლადიმირ ვაისი - ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს წლებში „ოქროს ბურთის“ მოპოვება შეუძლია #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ხვიჩა კვარაცხელიას პერსპექტივები გამოცემა „სპორტ 24“-თან შეაფასა და ივარაუდა, რომ „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი უახლოეს წლებში „ოქროს ბურთს“ მოიპოვებს.

„ხვიჩა ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც უყვარს რამდენიმე მეტოქის წინააღმდეგ თამაში. ის ბოლო წლებში პროფესიულად ძალიან გაიზარდა. საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი 18 წლის ასაკში მივეცი და წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. სერია A-ში მოხვედრისთანავე ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. კვარაცხელიას ღვთისგან ბოძებული ტალანტი აქვს. ის საუკეთესოა შეტევაში, თამაშობს საინტერესო ფეხბურთს, რომელიც ქომაგებს მოსწონთ.

ჩემი აზრით, მომავალში ხვიჩა „ოქროს ბურთის“ მოპოვების რეალური კანდიდატი იქნება და მსოფლიო დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდება, ყველაფერი ამისკენ მიდის. „ნაპოლი“ მისთვის შესანიშნავი გუნდია, სადაც კარგი მწვრთნელი მუშაობს. ვუსურვებ ხვიჩას ნეაპოლელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას, დარწმუნებული ვარ, რომ „ნაპოლი“ მის კარიერაში ბოლო კლუბი არ არის. ხვიჩას ესპანეთისა და ინგლისის დიდ გუნდებში თამაში შეუძლია, მას დიდი მომავალი ელის“, – განაცხადა ვაისმა.