ვლადიმირ ვაისი - კაშიას და კანკავას სრულად ვენდობი, საქართველოში მათ გამო გავჩერდი #1TVSPORT
ვლადიმირ ვაისი - კაშიას და კანკავას სრულად ვენდობი, საქართველოში მათ გამო გავჩერდი #1TVSPORT

ბრატისლავასსლოვანის“ ხელმძღვანელმა და მთავარმა მწვრთნელმა გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას ტრანსფერზე კომენტარები გააკეთეს. ორივე მათგანი თვლის, რომ ზაფხულის პირველი შენაძენები ბრატისლავას გუნდს გამოცდილებას შემატებენ, ხოლო საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ვიცე-კაპიტანისლოვანს“ ევროთასებზე დაუყოვნებლივ დაეხმარებიან.

„სამწუხაროდ, ბოლო წლებში ევროტურნირების პირველი ტურის გავლას ვერ ვახერხებდით და მესამე იმედგაცრუება თავიდან უნდა ავირიდოთ. ზაფხულში ჩვენ მოკლევადიანი მიზანი დავისახეთ – მოვხვდეთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში. ამიტომ ვეძებთ გამოცდილ ფეხბურთელებს, რომლებიც დაუყოვნებლივ დაგვეხმარებიან. მჯერა, რომ გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გამოცდილებას და ხარისხს მოგვიტანს. მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის რეკომენდაციით, სპორტის განყოფილებაში მათი პოტენციალი შევაფასეთ და მათი მოწვევა გადავწყვიტეთ. ვაისი ორივეს ძალიან კარგად იცნობს და იცის, მათგან რას უნდა ველოდოთ“, – თქვა კლუბის გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკმა.

ის იმედოვნებს, რომ გულშემატკივრები ასაკოვანი ქართველების დამატების მიზეზს გაიგებენ.

„ჩვენ ველოდებით, რომ მოთამაშეთა ასაკთან დაკავშირებით რეაგირება იქნება. მაგრამ მჯერა, რომ ამას ყველა გაიგებს. ეს სწორი გადაწყვეტილებაა. პირადად მე ვენდობი ამ ფეხბურთელებს, ვნახეთ ისინი, ვიცით, მათგან რას ველოდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გამოდგებიან. მნიშვნელოვანია რომ ისინი ფიზიკურად მომზადებულნი არიან და შეუძლიათ, ვარჯიშებში დაუყოვნებლივ ჩაერთონ. ვაისი მათ ადაპტაციაში ნამდვილად დაეხმარება“.

„მე სრულად ვენდობი ამ მოთამაშეებს. ორივე მათგანს ნაკრებში თითქმის ასი მატჩი აქვს ჩატარებული. საქართველოში მათ გამო გავჩერდი. ისინი ასაკოვნები არიან, მაგრამ დიდი გამოცდილება აქვთ, რაც ევროტურნირზე დაგვჭირდება. აი, რის გამო მოვიდნენ“, – თქვა „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა.