ვლადიმირ ვაისი - ჯაბა კანკავა კარგადაა, მისი ტრავმა სერიოზული არ არის #1TVSPORT
ვლადიმირ ვაისი - ჯაბა კანკავა კარგადაა, მისი ტრავმა სერიოზული არ არის #1TVSPORT

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში, „სლოვანისა“ და „ზლატე მორავცეს“ მატჩის ერთ ეპიზოდში „ზლატე მორავცეს“ ქართველი ლეგიონერი ლევან ნონიკაშვილი ჯაბა კანკავას შეეჯახა. საბედნიეროდ, კანკავას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა – ამის შესახებ მატჩის შემდეგ ბრატისლაველების მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა განაცხადა.

შემთხვევა მატჩის მიწურულს მოხდა, რის გამოც ლევან ნონიკაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო. მატჩი კი ბრატისლავისსლოვანმა“ 4:1 მოიგო.

„თამაშის ერთ ეპიზოდში „ზლატე მორავცეს“ ქართველი ფეხბურთელი შემთხვევით ჯაბა კანკავას შეეჯახა, თამაშის შემდეგ მან ჯაბას ბოდიში მოუხადა. კანკავას ჭრილობა აქვს, თუმცა, რაც მთავარია, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა – ჩვენთვის ადამიანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „ზლატე მორავცეში“ „საბურთალოს“ სამი მოთამაშე გადავიდა – გიორგი ჯინჯოლავა, ლევან ნონიკაშვილი და იური ტაბატაძე, რომელმაც „სლოვანთან“ თამაში გამოტოვა.