ვლადიმირ ვაისი - ჩაკვეტაძესაც უნდა გაეტანა და სხვა თამაში იქნებოდა #1TVSPORT
ვლადიმირ ვაისი - ჩაკვეტაძესაც უნდა გაეტანა და სხვა თამაში იქნებოდა #1TVSPORT

ბრატისლავასსლოვანის“ (სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს) მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა სლოვაკეთის ჩემპიონატში „ჟილინასთან“ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაზე (4:2), რომლის შედეგადაც გუნდმა ლიდერ „დინაისკა სტერდასთან“ ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა.

აღსანიშანია, რომ „სლოვანის“ ორი გოლი ქართველების გადაცემით გავიდა – პირველი საგოლე გადაცემა მე-5 წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ გააკეთა, ხოლო 21-ე წუთზე ალექსანდრე ჩავრიჩმა ბრატისლაველების უპირატესობა გურამ კაშიას გადაცემით გაზარდა.

ვაისი მატჩის შედეგით კმაყოფილი დარჩა, თუმცა აღნიშნა, რომ მომენტი ჩაკვეტაძესაც ჰქონდა, რომელსაც შეეძლო, თამაში პირველივე ტაიმში დაესრულებინა.

„დღეს თუ მივაღწევდით წარმატებას, ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი გვექნებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნებოდა. მთელი კვირა ბორის კიტკას გუნდთან ერთად ვმუშაობდით, მხოლოდ გუშინ ვიყავი ვარჯიშზე, რადგან ჯერ სრულად გამოჯანმრთელებული არ ვარ. ასე რომ, მე არ მქონდა მარტივი კვირა.

ჟილინაში“ ჩვენი ბოლო მატჩი ოთხჯერ გავაანალიზე. ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით ფრთხილ დაცვაზე და კონტრშეტევებზე ვითამაშეთ, რაც გამოგვივიდა. ვიცით, რომ ეს მომავლის გუნდია, რომელსაც 2-3 წელიწადში შეუძლია, ჩემპიონი გახდეს, ნიჭიერი ფეხბურთელები არიან და კლუბში კარგად მუშაობენ.

ვიცოდით, რომ მეტოქე აგრესიულად თამაშობდა და ამისთვის კარგად ვიყავით მომზადებული. თუმცა, მაინც თავიდანვე ორი შესანიშნავი გოლი გავიტანეთ. შეგვეძლო ანგარიში მალე 3:0-მდე გაგვეზარდა. გიორგი ჩაკვეტაძეს ჰქონდა მომენტი, საიდანაც გოლი რომ გაეტანა, მაშინ თამაში სხვაგვარად გაგრძელდებოდა, „ჟილინამ“ კი ანგარიში გაათანაბრა. 2:2 ფსიქოლოგიურად რთული ანგარიში იყო, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ“, – განაცხადა ვალდიმირ ვაისმა.