ვლადიმირ ვაისი - „ბეშიქთაში“ ნინუას სახით ნამდვილ ვარსკვლავს შეიძენს
ვლადიმირ ვაისი - „ბეშიქთაში“ ნინუას სახით ნამდვილ ვარსკვლავს შეიძენს

„თუ „ბეშიქთაში“ ნიკა ნინუას აიყვანს, ის ნამდვილ ვარსკვლავს მიიღებს“, – ეს თურქულ გამოცემა „ასპორთან““ვალდიმირ ვაისმა განაცხადა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს თურქულმა გამოცემამ თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნის დახასიათება სთხოვა.

„ნიკას 16 წლიდან ვიცნობ. ვფიქრობ, რომ მას უეფა-ს ერთა ლიგის ახალ გათამაშების შესარჩევი მატჩებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შანსს მივცემთ. „ბეშიქთაშს“ თურქეთში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბია. თუ სტამბოლის გუნდი ამ ტრანსფერს განახორციელებს, ჩემი აზრით, ეს ორივეს წაადგება“, – ამბობს ვლადიმირ ვაისი.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი 21 წლის ნახევარმცველის შესაძლებლობებში დარწმუნებულია:

„ნიკა ნინუა ნიჭიერია ფეხბურთელია. მას შეუძლია მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენოს და შესანიშნავი ფეხბურთელი გახდეს. თუ ტრანსფერი განხორციელდება, ამით ნინუა დიდ ნაბიჯს გადადგამს, რომ კარგი კარიერა აიწყოს“, – აცხადებს საქართველოს ნაკრების სლოვაკი თავკაცი.

გამოცემა „ფანატიკი“ კი ამტკიცებს, რომ კლუბებს შორის ტრანსფერის ბოლო დეტალებიც შეთანხმებულია.

„ჯერ ნინუასთან ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ამის შესახებ სტამბოლელთა პრეზიდენტი მწვრთნელს, სერჟენ იალჩინს კვლავ დაელაპარაკება. იალჩინმა ფეხბურთელზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ ახლა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტი აჰმედ ნურ ჩები და მისი სელექციონერები დიდი ხანია ნიკა ნინუას აკვირდებიან. არის ინფორმაცია, რომ თბილისის „დინამოს“ კაპიტანს ბევრი სკაუტი ელაპარაკა. მას გუნდი 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. 25 ივნისს, საქართველოს ლიგა განახლდა და თბილისის „დინამომ“ ითამაშა, მაგრამ გუნდის კაპიტანს, ნიკა ნინუას „საბურთალოსთან“ არ უთამაშია. სავარაუდოდ, ახალგაზრდა ფეხბურთელი მოედანზე შესაძლო ტრანსფერის გამო არ გასულა. ნინუას „დინამოსთან“ კონტრაქტი 31 დეკემბერს უსრულდება“, – წერს „ფანატიკი“.