ვლადიმირ ვაისი - არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით
ვლადიმირ ვაისი - არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით

წლის ბოლო შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ხორვატიასთან 19 ნოემბერს, პულაში გამართავს.

ვიცე-ჩემპიონთან მატჩამდე, ვლადიმირ ვაისმა პულას საფეხბურთო კლუბ „ისტრას“ სტადიონზე პრესკონფერენცია ჩაატარა და მომავალ დაპირისპირებაზე ილაპარაკა.

„ჩვენ არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. ხორვატიას ძალიან კარგი ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა. იმედია, საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, ხორვატიასთან კარგ და ხარისხიან ფეხბურთის ვაჩვენებთ. ვფიქრობ, შვეიცარიის წინააღმდეგ მინიმუმ ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო. ხვალინდელ შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს განვახორციელებთ და შანსი იმ მოთამაშეებს მიეცემათ, რომლებიც ამ შესარჩევ ეტაპზე სათადარიგოთა შორის იყვნენ“, – ამბობს ვლადიმირ ვაისი.

ხორვატია-საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრა ქალაქ პულაში თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.