ვლადიმერ პუტინი - უკრაინაში ღიად ამბობენ, რომ ქერჩის ხიდის აფეთქებისთვის მზად არიან
ვლადიმერ პუტინი - უკრაინაში ღიად ამბობენ, რომ ქერჩის ხიდის აფეთქებისთვის მზად არიან

უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისგან ხშირად ისმის, რომ ისინი ქერჩის ხიდის აფეთქებისთვის მზად არიან. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ, – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „ევრონიუსის“ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

პუტინი ამტკიცებს, რომ 25 ნოემბერს უკრაინულ ხომალდებს ნაბრძანები ჰქონდათ ქერჩის სრუტე მალულად გაევლოთ. რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი უკრაინის ხელისუფლების წინასაარჩევნო პროვოკაცია იყო.

პუტინს კითხვა ყირიმის ნახევარკუნძულზე სამხედრო ტექნიკის დისლოცირებაზე დაუსვეს. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა და რუსეთი იქ ისე მოიქცევა, როგორც ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება.