ვლადიმირ კლიჩკოს რინგზე დაბრუნება სურს
ვლადიმირ კლიჩკოს რინგზე დაბრუნება სურს

ცნობილმა პრომოუტერმა ედი ჰირნმა, Tallksport-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინელმა მძიმეწონოსანმა ვლადიმირ კლიჩკომ (64-5, 53KO), შესაძლოა, სპორტული კარიერა განაახლოს. ასევე ჰირნმა ​ კიდევ ერთი უკრაინელის, ალექსანდრ უსიკის (16-0, 12KO) კარიერულ პერსპექტივებზეც ილაპარაკა.

„შეხვედრა დეონტეი უაილდერთან – ეს ის არის, რაც ყველაზე მეტად გვინდა. თუმცა, ეს შეიძლება იყოს ტაისონ ფიურიც ან უაიტისა და ჩისორას ბრძოლის გამარჯვებული. ან ჯარელ მილერი. კლიჩკო? მას დაბრუნება უნდა. ის ენტონი ჯოშუას წერდა: „მინდა დავბრუნდე. ვგრძნობ, რომ ახლა შემიძლია მძიმე წონის დივიზიონში ყველას დამარცხება“.