ვლადიმირ კლიჩკოს რინგზე დაბრუნება შესაძლებელია

20:01, 07.10.2019

უკრაინელი მძიმეწონოსნის, ვლადიმირ კლიჩკოს ყოფილ მწვრთნელ ჯონათონ ბენქსს მიაჩნია, რომ მოკრივეს ჯერ ისევ შეუძლია პროფესიულ კრივში დაბრუნება. ამერიკელის სიტყვები მოჰყავს TMZ Sports-ს:

„შემიძლია გითხრათ, რომ ეს შესაძლებელია. ძალიან საინტერესო იქნებოდა. ვლადიმირი დღემდე ვარჯიშობს დღეში ორჯერ-სამჯერ. ის დღესაც ფენომენალურ ფორმაშია. თუ ის ამის გაკეთებას გადაწყვეტს, ჩემი მხრიდან ასპროცენტიან მხარდაჭერას მიიღებს“, – აცხადებს ბენქსი.

აღსანიშნავია, რომ რინგზე დაბრუნებას არც თავად კლიჩკო გამორიცხავს. დღეს ის 43 წლისაა.

მსგავსი