ვლადიმირ კლიჩკოს დაბრუნებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ვლადიმირ კლიჩკოს დაბრუნებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ცნობილმა ბრიტანელმა პრომოუტერმა ედი ჰირნმა განაცხადა, რომ სტრიმინგ-პლატფომა „დი ეი ზი ენ“ (DAZN) ლეგენდარულ უკრაინელ მოკრივესთან ვლადიმირ კლიჩკოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელიც ყოფილი ჩემპიონის რინგზე დაბრუნებას ეხება.

ამის შესახებ ჰირნმა ტელეარხ „აი ეფ ელისთვის“ (IFL) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, ვლადიმირ კლიჩკო ჯერ ისევ აფასებს თავისი სავარაუდო დაბრუნების დადებით და უარყოფ მხარეებს. ჯერჯერობით, კონკრეტული ახალი ამბები არ არის. „დი ეი ზი ენ“ ნამდვილად აწარმოებს მასთან მოლაპარაკებებს. გვინდა კლიჩკოს დაბრუნება. ის ბრწყინვალე მოკრივეა და იმედია, მას მალე ისევ ვიხილავთ რინგზე“, – თქვა ჰირნმა.