ვლადიმირ კლიჩკო რინგზე დაბრუნებისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს
ვლადიმირ კლიჩკო რინგზე დაბრუნებისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს

კვლავაც დღის წესრიგში რჩება უკრაინელი ექს-ჩემპიონის, მძიმეწონოსან ვლადიმირ კლიჩკოს (64-5, 53KO) რინგზე დარუნების საკითხი. ამის შესახებ წერს ჟურნალი The Ring.
როგორც ირკვევა, უკრაინელი მოლაპარაკებებს აწარმოებს ონლაინ-სტრიმინგის კომპანია DAZN-თან. ლაპარაკია კონტრაქტზე, რომელიც სამი ბრძოლის ჩატარებას ითვალისწინებს. იგეგმება, რომ უმცროსი კლიჩკო გახდება კომპანიის ელჩი, როგორც პორტუგალიელი ნახევარმცველი კრიშტიანუ რონალდუ. უფრო მეტიც, DAZN აპირებს მჭიდრო თანამშრომლობას UNESCO-სთან, რომელშიც ძმები კლიჩკოები არიან ჩართულები საქველმოქმედო საკითხებით.

The Ring წერს, რომ კლიჩკოს უკვე ჰქონდა კავშირი უშუალოდ ლენ ბლავატნიკთან – DAZN Group-ის მაჟორიტარ აქციონერთან. DAZN Group 16.3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
იტყობინებიან, რომ კლიჩკო გეგმავს ერთ საშუალედო ბრძოლას გერმანიაში. მეორე შეხვედრა იქნება უკრაინელის რევანში ბრიტანელ ტაისონ ფიურისთან (27-0-1, 19KO), მესამე – განმეორებითი ბრძოლა ბრიტანელი ენტონი ჯოშუას (22-0, 21KO) წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ კლიჩკომ კარიერა 2017 წელს დაასრულა ჯოშუასთან წაგების შემდეგ.