ვლადიმირ კლიჩკო კრივში რეკორდისთვის დაბრუნდება
ვლადიმირ კლიჩკო კრივში რეკორდისთვის დაბრუნდება

ლეგენდარულმა უკრაინელმა მოკრივემ, ვლადიმირ კლიჩკომ განაცხადა, რომ ჯერ ისევ არსებობს მისი პროფესიულ რინგზე დაბრუნების შანსი.

„კრივში დაბრუნებისთვის უნდა არსებობდეს სოლიდური საფუძველი. რაღაც ექსტრაორდინარული და დაუჯერებელი. ჯერ ისევ შესანიშნავ ფორმაში ვარ, თუმცა არ ვიცი, რამდენად დიდ ხანს შევინარჩუნებ საკუთარ თავს ასეთ კონდიციებში. მაგრამ 45-46 წლის ასაკში, თუ ფიზიკური ფორმა არსად გაქრება, მაშინ აუცილებლად ვიფიქრებ იმაზე, რომ რეკორდი განვაახლო – გავხდე ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი მძიმე წონაში. მხედველობაში მაქვს ის, რომ დამრჩა მხოლოდ ერთი მოტივაცია – დავამხო ჯორჯ ფორმენის რეკორდი. მოვა დრო და მე დავფიქრდები ამაზე,“ – განაცხადა კლიჩკომ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა მძიმეწონოსანმა კარიერა 2017 წლის აგვისტოში დაასრულა.