ვლადიმირ კლიჩკო ესპანეთში ალმოდებული იახტიდან გადაარჩინეს (ვიდეო)
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ვლადიმირ კლიჩკო ესპანეთის სანაპირო დაცვამ გადაარჩინა – იახტას, რომელზეც უკრაინელი მოკრივე იმყოფებოდა, ცეცხლი გაუჩნდა.
ინციდენტი მალიორკას სანაპიროზე მოხდა, სადაც ახლობლებთან ერთად 43 წლის კლიჩკო ისვენებდა.
„ფრთხილად იყავით საკუთარ სურვილებში: ბედმა პირდაპირი მნიშვნელობით აღიქვა ჩემი სურვილი ადრენალინის მცირე დოზაზე და ჩვენი საზღვაო გასეირნება კვირას იახტის აალებით დასრულდა.
ოჯახი და მეგობრები ევაკუირებულია სანაპირო დაცვისა და მეხანძრეების მიერ. არ ინერვიულოთ: ყველანი კარგად ვართ!“ – დაწერა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე კლიჩკომ და სამაშველო ოპერაციის ვიდეო გამოაქვეყნა.
Be careful what you wish for: fate took my wish for “some #adrenalin” a bit too literally and our boat-trip Sunday night ended up in our boat #igniting and family & friends being evacuated by coast guard and fire rescue-team. No worries: we are all fine! #theroofisonfire #song😱 pic.twitter.com/sGN7xfG5JM
— Klitschko (@Klitschko) 25 June 2019