ვლადიმერ ვაისი საქართველოს ნაკრებში რჩება

15:18, 12.09.2019

საქართელოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ბოლო დროს უცხოურ და ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სლოვაკი სპეციალისტის ყაზახურ ასტანაში გადასვლის შესახებ არ ადასტურებს.

იაშვილის განცხადებით, ვლადიმერ ვაისს არა ერთი შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა იგი საქართველოს ნაკრებთან მუშაობას აგრძელებს.

ვაისს ჯვაროსნებთან მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის მარტის ჩათვლით აკავშირებს.

მსგავსი