ვლადიმერ ვაისი: მოსაგებად მეტი აგრესია და ხარისხია საჭირო
ვლადიმერ ვაისი: მოსაგებად მეტი აგრესია და ხარისხია საჭირო
ირლანდიასთან საშინაო შეხვედრის (0:0) შემდეგ ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ლიდერთან ფრე ლოგიკურ შედეგად მიაჩნია.
 
„მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, გულშემატკივარმა საკმაოდ კარგი ფეხბურთი იხილა. ირლანდიის დონის გუნდის დამარცხება რთულია. სამი ქულის მოპოვებას ყველანაირად ვეცადეთ, შესაბამისი ცვლილებებიც გავაკეთეთ, მაგრამ ცოტა რეალური საგოლე მომენტები შეიქმნა. ვფიქრობ, შედეგით ირლანდიაც კმაყოფილი დარჩა“ – მიიჩნევს ვლადიმირ ვაისი.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, მოსაგებად გუნდს აგრესია დააკლდა: „თამაშამდე ვთქვი, რომ მოსაგებად საჭირო იყო, რომ ფეხბურთელებს შესაძლებლობების 120% დაეხარჯათ. მათ 100-110 პროცენტი აჩვენეს. სამი ქულის მოსაპოვებლად საჯარიმოში და მის სიახლოვესთან მეტი აგრესია და ხარისხია საჭირო, იგივე სტანდარტების დროს“.