ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანექსირებულ ყირიმში მეჩეთის გახსნაზე დაპატიჟა
ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანექსირებულ ყირიმში მეჩეთის გახსნაზე დაპატიჟა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქი კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანექსირებულ ყირიმში მეჩეთის გახსნაზე დაპატიჟა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე ვიზიტისას განაცხადა.

„თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი უკვე დავპატიჟე. რამდენადაც ვიცი, ის აღნიშული წინადადებისადმი ძალიან დადებითად განეწყო. ვნახოთ, როგორ იქნება სინამდვილეში, ექნება თუ არა მას ჩამოსვლის დრო, შესაძლებლობა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ყირიმის ნახევარკუნძულზე, კერძოდ სიმფეროპოლში მეჩეთის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. სამუშაოების დასრულება 2019 წლის ბოლოს იგეგმება.