ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 27 000 ადამიანით, მათ შორის, 25 000 სამხედრო მოსამსახურით გაიზრდება

00:23, 28.07.2026

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 27 000 ადამიანით გაიზრდება, მათ შორის, 25 000 სამხედრო მოსამსახურით.

შედეგად, რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 2 426 130 ადამიანს შეადგენს, ხოლო სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი 1 535 000-ს მიაღწევს.

ეს 2026 წელს რუსეთის პრეზიდენტის მიერ შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის შესახებ მიღებული უკვე მესამე გადაწყვეტილებაა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება.

მსგავსი