ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაზსადენ „თურქული ნაკადის“ გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა
ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაზსადენ „თურქული ნაკადის“ გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაზსადენ „თურქული ნაკადის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიება სტამბოლში გაიმართა, რის შემდეგაც მილსადენი ექსპლუატაციაში შევიდა. ღონისძიებას სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვიც ესწრებოდნენ.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ერთობლივი მასშტაბური პროექტი რუსეთ-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის ნათელი დადასტურებაა.

მილსადენის პროექტი ორი ნაწილისგან შედგება და თითოეული მათგანი 15.75 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის სიმძლავრეზეა გათვლილი. პირველით რუსულ გაზს თურქეთის მოსახლეობა, ხოლო მეორეთი ევროპის სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ქვეყნები მიიღებენ.