ვლადიმერ პუტინი - ვმუშაობთ ტაჯიკეთში რუსული სამხედრო ბაზისა და ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე
ვლადიმერ პუტინი - ვმუშაობთ ტაჯიკეთში რუსული სამხედრო ბაზისა და ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ტაჯიკეთში 201-ე სამხედრო ბაზა მოქმედებს და მოსკოვი მის გაძლიერებაზე მუშაობს. რუსული მედიის ცნობით, ტაჯიკ კოლეგასთან, ემომალი რაჰმონთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ რეგიონში უსაფრთხოების საკითხები ძალზე მნიშვნელოვანია ავღანეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„ტაჯიკეთს ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს ავღანეთთან. მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან შეშფოთებული ხართ ამ სიტუაციით. რა თქმა უნდა, ეს ლეგიტიმური წუხილია. ჩვენ ვმუშაობთ რუსული სამხედრო ბაზის გაძლიერებაზე, ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე.

ამ მიმართულებით გვაქვს ერთობლივი მუშაობა, რამდენიმე წელზე გათვლილი პროგრამა. ყველაფერს გავაკეთებთ მისი დროულად შესრულებისთვის“, – განაცხადა პუტინმა.