ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ისევე უპასუხებს აგრესორს, როგორც საბჭოთა კავშირმა უპასუხა ფაშისტებს, „ვინც ჩვენთან მახვილით მოვა, მახვილითვე დაიღუპება“
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ისევე უპასუხებს აგრესორს, როგორც საბჭოთა კავშირმა უპასუხა ფაშისტებს, „ვინც ჩვენთან მახვილით მოვა, მახვილითვე დაიღუპება“

რუსეთი ისევე უპასუხებს ნებისმიერ აგრესორს, როგორც საბჭოთა კავშირმა უპასუხა ფაშისტებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

როგორც რუსული გამოცემა „ტასი“ წერს, რუსეთში პოპულარული გამოთქმის – „შეგვიძლია, გავიმეოროთ“ კომენტირებისას, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთი ფრაზა გაიხსენა: „ვინც ჩვენთან მახვილით მოვა, მახვილითვე დაიღუპება“.

„საბჭოთა კავშირმა საშინელი, დაუვიწყარი თავდასხმა განიცადა ნაცისტური გერმანიის მხრიდან. ჩვენ 27 მილიონი ადამიანი დავკარგეთ. მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ არსებობს, რომელიც ასეთ ზარალს განიცდიდა.

და თუ ვინმე გაბედავს მსგავსი რამის გაკეთებას, ჩვენ გავიმეორებთ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.