ვლადიმერ პუტინი – ვიმედოვნებდი, დონალდ ტრამპი 9 მაისის აღლუმზე ჩამოვიდოდა

00:14, 15.11.2019

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ იმედოვნებდა, 9 მაისს გამარჯვების დღის აღსანიშნავ აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩავიდოდა.

ვლადიმირ პუტინის თქმით, მოსკოვი ვაშინგტონთან მოლაპარაკებისთვისაც მზად იყო. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ბრაზილიაში, „ბრიქსის“ სამიტზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ტრამპთან შეხვედრა არ იგეგმება.

მსგავსი