ვლადიმერ პუტინი - რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები მზად არის, მოუგერიებელი დარტყმა განახორციელოს მტრის სამიზნეებზე, თუ ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში იქნება
ვლადიმერ პუტინი - რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები მზად არის, მოუგერიებელი დარტყმა განახორციელოს მტრის სამიზნეებზე, თუ ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში იქნება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები მზად არის, განახორციელოს „მოუგერიებელი დარტყმა“ მტრის სამიზნეებზე, თუ ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში იქნება.

ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგში სამხედრო-საზღვაო ძალების დღის აღსანიშნად გამართულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებს ყველაფერი აქვთ რუსეთისა და მისი ეროვნული ინტერესების გარანტირებული დაცვისთვის.

დასავლური მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება ანექსირებული ყირიმის მახლობლად ბრიტანული ხომალდის გავლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გააკეთა, რამაც რუსეთი გააღიზიანა.

გასულ თვეში რუსულმა საპატრულო კატარღამ ბრიტანულ სამხედრო ხომალდს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა და გემის მოძრაობის მიმართულებით სამხედრო თვითმფრინავმა ბომბები ჩაყარა.