ვლადიმერ პუტინი – რუსეთის მიზნები აბსოლუტურად ნათელი და კეთილშობილურია, მთავარი მიზანია დონბასში მცხოვრებთა დახმარება

13:30, 12.04.2022
ST PETERSBURG, RUSSIA – DECEMBER 29, 2021: Russia's President Vladimir Putin chairs a meeting on autumn/winter heating season via a video linkup from the Konstantinovsky Palace. Alexei Nikolsky/Russian Presidential Press and Information Office/TASS

Ðîññèÿ. Ñàíêò-Ïåòåðáóðã. Ïðåçèäåíò Ðîññèè Âëàäèìèð Ïóòèí âî âðåìÿ ñîâåùàíèÿ â ðåæèìå âèäåîêîíôåðåíöèè î ïðîõîæäåíèè îñåííå-çèìíåãî îòîïèòåëüíîãî ñåçîíà, â Êîíñòàíòèíîâñêîì äâîðöå. Àëåêñåé Íèêîëüñêèé/ïðåññ-ñëóæáà ïðåçèäåíòà ÐÔ/ÒÀÑÑ

ST PETERSBURG, RUSSIA – DECEMBER 29, 2021: Russia's President Vladimir Putin chairs a meeting on autumn/winter heating season via a video linkup from the Konstantinovsky Palace. Alexei Nikolsky/Russian Presidential Press and Information Office/TASS Ðîññèÿ. Ñàíêò-Ïåòåðáóðã. Ïðåçèäåíò Ðîññèè Âëàäèìèð Ïóòèí âî âðåìÿ ñîâåùàíèÿ â ðåæèìå âèäåîêîíôåðåíöèè î ïðîõîæäåíèè îñåííå-çèìíåãî îòîïèòåëüíîãî ñåçîíà, â Êîíñòàíòèíîâñêîì äâîðöå. Àëåêñåé Íèêîëüñêèé/ïðåññ-ñëóæáà ïðåçèäåíòà ÐÔ/ÒÀÑÑ

უკრაინაში ანტირუსულ ძალებთან შეტაკება გარდაუვალი იყო, ეს იყო მხოლოდ დროის საკითხი, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ სტუმრობისას განაცხადა.

პუტინი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის მიზნები აუცილებლად იქნება მიღწეული. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს მოქმედებენ გაბედულად, კომპეტენტურად, ეფექტურად და შედეგიანად იყენებენ ყველაზე თანამედროვე ტიპის იარაღს.

„მათ დაიწყეს უკრაინის ანტირუსულ დასაყრდენად გადაქცევა; მათ დაიწყეს ნაციონალიზმისა და ნეონაციზმის ყლორტების გაშენება, რაც იქ დიდი ხნის განმავლობაში იყო. სპეციალურად გაიზარდა ნეონაციზმის ნერგი და რუსეთის შეტაკება ამ ძალებთან გარდაუვალი იყო, მათ მხოლოდ შეტევის დრო აირჩიეს. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები მიაღწევენ თავიანთ მიზნებს. მიზნები აბსოლუტურად ნათელია, ისინი კეთილშობილურია. მთავარი მიზანია დონბასში მცხოვრები ხალხის დახმარება. დონბასელ ხალხს, რომელიც ჩვენ ვაღიარეთ, აიძულეს ამის გაკეთება, რადგან, დასავლეთის გავლენით, კიევის ხელისუფლებამ უარი თქვა მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე, რომელიც მიზნად ისახავდა დონბასის პრობლემების მშვიდობიან გადაწყვეტას“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი