ვლადიმერ პუტინი - რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის ადრეულ დასრულებას ცდილობს, მაგრამ კიევმა უარი თქვა მოლაპარაკებაზე
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის ადრეულ დასრულებას ცდილობს, მაგრამ კიევმა უარი თქვა მოლაპარაკებაზე

რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის ადრეულ დასრულებას ცდილობს, მაგრამ კიევმა უარი თქვა მოლაპარაკებაზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან შეხვედრისას განაცხადა.

„ვიცი თქვენი პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, თქვენი შეშფოთება, რომელსაც მუდმივად გამოხატავთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რაც შეიძლება მალე შეჩერდეს. მხოლოდ, სამწუხაროდ, მოწინააღმდეგე მხარემ, უკრაინის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ უარს ამბობს მოლაპარაკების პროცესზე, რომ მას სურს, მიაღწიოს მიზნებს სამხედრო გზით, როგორც ამბობენ, ბრძოლის ველზე“, – თქვა პუტინმა.