ვლადიმერ პუტინი – იზრდება ბირთვული ომის საფრთხის არასათანადოდ შეფასების ტენდენცია

14:43, 20.12.2018
Russian President Vladimir Putin attends a meeting with the top military staff in the Russian Defense Ministry's headquarters in Moscow, Russia, Tuesday, Dec. 18, 2018. Putin said that new Russian weapons have no foreign equivalents, helping ensure the nation's security for decades to come. (Mikhail Klimentyev, Sputnik, Kremlin Pool Photo via AP)

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სულ უფრო იზრდება შეიარაღებისა და ბირთვული ომის საფრთხის არასათანადოდ შეფასების ტენდენცია. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყოველწლიურ გაფართოებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს საფრთხეები. კერძოდ, გამალებული შეიარაღების კონტროლის სისტემის ჩამოშლა.

ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, რომ ანტიბალისტიკური შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ, რუსეთი საპასუხოდ იძულებული გახდა, შეექმნა სისტემები, რომლებიც დაძლევდა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს. შედეგად რუსეთმა უპირატესობა მიიღო. ვინაიდან, შეიარაღების ასეთ სისტემებს, ჯერ-ჯერობით სხვა ქვეყნები არ ფლობენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ეს არის შეკავების ელემენტი სტრატეგიული ბალანსის შესანარჩუნებლად.

ვლადიმერ პუტინის თქმით, აშშ ახლა უკვე საშუალო და მოკლე რადიუსის მოქმედების მქონე რაკეტების გაუვრცელებლობის შეთანხმებიდან გასვლას განიხილავს.

„და თუ ეს რაკეტები ევროპაში გამოჩნდება? რა უნდა გავაკეთოთ?! უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება გარკვეული ნაბიჯებით“, -აცხადებს პუტინი.

მსგავსი