ვლადიმერ პუტინი - ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ მიშელს, რომელიც ბრიუსელში შეხვედრაზე ელოდება ალიევსა და ფაშინიანს
ვლადიმერ პუტინი - ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ მიშელს, რომელიც ბრიუსელში შეხვედრაზე ელოდება ალიევსა და ფაშინიანს

​​სოჭში გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს განუცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მზადაა, მათ შეხვდეს მთიანი ყარაბაღის რეგიონში სიტუაციის მოგვარების საკითხზე.

„ვიცი, რომ უახლოეს მომავალში თქვენ ბრიუსელშიც გაქვთ შეხვედრა დაგეგმილი. ჩვენ ამასაც მივესალმებით. რაც მეტი შესაძლებლობაა კომუნიკაციისთვის, მით უკეთესი. ამაზე ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ მიშელს და ის გელოდებათ“, – განაცხადა პუტინმა.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ფაშინიანი და ალიევი 15 დეკემბერს, ბრიუსელში ერთმანეთს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაგეგმილ სამიტზე შეხვდებიან.

„ლიდერები ბრიუსელში შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რათა განიხილონ რეგიონული სიტუაცია და ევროკავშირის დახმარებით დაძლიონ არსებული დაძაბულობა, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი