ვლადიმერ პუტინი არამეგობრული ქვეყნების მხრიდან ზეწოლას „პრაქტიკულ აგრესიად“ აფასებს
ვლადიმერ პუტინი არამეგობრული ქვეყნების მხრიდან ზეწოლას „პრაქტიკულ აგრესიად“ აფასებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არამეგობრული ქვეყნების მხრიდან ზეწოლას „პრაქტიკულ აგრესიად“ აფასებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ვიდეოკავშირის რეჟიმში გაიმართა.

„ინტეგრაციული კურსის უპირატესობები განსაკუთრებით აშკარაა ახლა, როდესაც ამჟამინდელი საერთაშორისო ვითარება მარტივი არ არის, ჩვენ მიმართ არამეგობრული სახელმწიფოების მხრიდან პრაქტიკული აგრესიის პირობებში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.