ვლადიმერ ნუცუბიძე ოლიმპიურ თამაშებზე მესამედ იმსაჯებს #1TVSPORT
ვლადიმერ ნუცუბიძე ოლიმპიურ თამაშებზე მესამედ იმსაჯებს #1TVSPORT

ძიუდოში ქართველი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე პარიზში, ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მესამედ იმსაჯებს. ეს გადაწყვეტილება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) მსაჯთა კომისიის წევრებმა მიიღეს.

ვლადიმერ ნუცუბიძე 1999 წლიდან ემსახურება კონტინენტურ საერთაშორისო შეჯიბრებებს. 2007 წლიდან კი მსოფლიო ლიცენზიის მფლობელია. არბიტრის რანგში ის იყო ათეულობით დიდი ტურნირის, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის მსაჯი. ის ერთადერთი ქართველი არბიტრია ძიუდოში, რომელმაც იმუშავა ოლიმპიურ თამაშებზე, გახლდათ რიოსა და ტოკიოს ოლიმპიადებზე.

ვლადიმერ ნუცუბიძე არაერთხელ იყო მსაჯთა საერთაშორისო რეიტინგის სათავეში.