ვლადიმერ კლიჩკო 2025 წელს ხმაურიანი ბრძოლისთვის დაბრუნებას გეგმავს #1TVSPORT
ლეგენდარული უკრაინელი მოკრივე, 48 წლის ვლადიმირ კლიჩკო სერიოზულად განიხილავს რინგზე დაბრუნებას.
ჟურნალ The Ring-ის ინფორმაციით, სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი განწყობილია იმისთვის, რომ 2025 წელს ხმაურიანი ბრძოლის ჩასატარებლად განაახლოს კარიერა.
კლიჩკო, რომელსაც 25 მარტს 49 წელი შეუსრულდება, რინგზე არ გასულა 2017 წლის აპრილის შემდეგ, როცა ენტონი ჯოშუასთან დამარცხდა ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე.