ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ორგანიზაცია RAF-ში მეოთხე შეხვედრას ჯესი მენდესის წინააღმდეგ ჩაატარებს #1TVSPORT

15:44, 21.07.2026

რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში მეოთხე შეხვედრას ჯესი მენდესის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ხინჩეგაშვილისა და მენდესის დაპირისპირება 22 აგვისტოს კლივლენდში შედგება. 23 წლის სპორტსმენისთვის ეს დაპირისპირება ორგანიზაცია RAF-ში პირველი იქნება. ის კოლეჯის დონეზე ამერიკის ორგზის ჩემპიონია.

RAF-ში ჩატერებული წინა სამი შეხვედრიდან ხინჩეგაშვილმა ორი მოიგო. ბოლოს მან თბილისში 11 ივლისს იჭიდავა და ამერიკელი კონორ ბიბი დამაჯერებლად დაამარცხა.

მსგავსი