ვლადიმერ გუცაევის ემოციური მიმართვა - მგონია, რომ დღეს საქართველოს ნაკრები არ გაუშვებს და მოვიგებთ
ვლადიმერ გუცაევის ემოციური მიმართვა - მგონია, რომ დღეს საქართველოს ნაკრები არ გაუშვებს და მოვიგებთ

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ წამყვანმა, ვლადიმერ გუცაევმა იმედი გამოთქვა, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაამარცხებს და ემოციური მიმართვა გააკეთა.

„ჩვენს შემადგენლობაში უფრო გამოცდილი ფეხბურთელები არიან, მოთამაშეები უფრო კარგ გუნდებში თამაშობენ და მიმაჩნია, რომ მოგების მეტი შანსი გაგვაჩნია. ეს არის საქართველოსთვის გადამწყვეტი შანსი, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის საფეხბურთო რუკაზე დაბრუნდეს. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის შემადგენლობის შერჩევისას, ჩემი აზრით, ვაისმა შეცდომა დაუშვა. დღეს მთავარი იქნება, შემადგენლობის ვის დააყენებს. მგონია, რომ დღეს საქართველოს ნაკრები არ გაუშვებს და მოვიგებთ. ამ თამაშს საქართველო ელოდება ერთი წელი. უბრალოდ, მოდით და ტაში დავუკრათ ამ თამაშს“, – განაცხადა გუცაევმა.

ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსს შორის დღეს 20:00 საათზე დაიწყება – შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟი FM 102,3-ზე განხორციელდება.

აქვე ვიტყვით, რომ 19:10 წუთზე იქნება „ტაიმაუტის“ საგანგებო, წინასამატჩო გადაცემა „დინამო-არენადან“, რომლის სტუმრებიც იქნებიან ალექსანდრე ჩივაძე და გიორგი ნემსაძე.

სრულად გადაცემა „ტაიმაუტი“ იხილეთ ბმულზე.