ვლადიმერ გუცაევი - „ზარიასთან“ სკანდალურ შეხვედრას ისეთი რეზონანსი ჰქონდა, საქმე პოლიტბიუროში ბრეჟნევთან გაირჩა #1TVSPORT
ვლადიმერ გუცაევი - „ზარიასთან“ სკანდალურ შეხვედრას ისეთი რეზონანსი ჰქონდა, საქმე პოლიტბიუროში ბრეჟნევთან გაირჩა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტისთანაწამყვანმა და თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ვლადიმერ გუცაევმა 1977 წელს თბილისში ვოროშილოვოგრადისზარიასთან“ მომხდარი სკანდალური შეხვედრა გაიხსენა.

„სხვათა შორის, 1977 წელს ვოროშილოვოგრადისზარიასთანრომუალდას იუშკამ ძალიან ცუდად იმსაჯა და თამაში ორი წუთით ადრე დაასრულა. წარმოიდგინეთ, რა გააკეთა. ხალხს ვერ აჩერებდნენ და ბოლოს სტადიონზე შევარდნაძე ჩამოვიდა. ეს საქმე მაშინ პოლიტბიუროში ბრეჟნევთან გაირჩა, ისეთი რეზონანსი ჰქონდა. მან კიდევ ერთხელ 1980 წელს დონეცკის „შახტიორთან“ თასის ფინალი იმსაჯა. როცა გავიგეთ, რომ ის დანიშნეს, მივხვდით, მოგების შანსი არ იყო. თუმცა, ჩემთვის გაუგებარია, რატომ წავაგეთ, როდესაც უფრო ძლიერი შემადგენლობა გვყავდა და გუნდი ვიყავით“, – გაიხსენა ვლადიმერ გუცაევმა.

ვეტერანმა ფეხბურთელებმა წარმატებული ეპოქის დასაწყისზეც ილაპარაკა:

„1977 წელს მეორე ადგილზე გავედით და მაშინ ყველამ დაიჯერა, რომ ჩვენ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვეძლო. 1978 წლის დასაწყისში, პირველ ორ ტურში მოსკოვის „სპარტაკს“ 2:0 მოვუგეთ, კიევის „დინამოს“ კი 1:0 და ხელები აწიეს, მართლა სერიოზული გუნდიაო“.