ვლადიმერ გუცაევი - უეფა-ს წინააღმდეგობა გასაგებია, ევროპის სუპერლიგა ჩემპიონთა ლიგას ფასს დაუკარგავს
ვლადიმერ გუცაევი - უეფა-ს წინააღმდეგობა გასაგებია, ევროპის სუპერლიგა ჩემპიონთა ლიგას ფასს დაუკარგავს

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ გადაცემის წამყვანმა, ვლადიმერ გუცაევმა ევროპის სუპერლიგის შესახებ ილაპარაკა, რომლის ჩამოყალიბებასაც ევროპული გრანდები გეგმავენ.

„ცნობილია, რომ ევროპის წამყვანი კლუბები ევროპის სუპერლიგის ჩამოყალიბებას აპირებენ, რომლის პრეზენტაციასაც უახლოეს პერიოდში გეგმავენ. ეს იქნება 18-გუნდიანი ლიგა, რომელიც ნჰლ-ისა და ნბა-ს პრინციპით გაიმართება, ანუ გუნდები არ გავარდებიან“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ვლადიმერ გუცაევმა.

ოქროს თაობის თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ფიქრობს, რომ ეს ჩანაფიქრი უეფა-ს დიდ წინააღმდეგობას წააწყდება.

„ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ევროპის სუპერლიგის ჩამოყალიბებას ფიფა-მ მწვანე „შუქი“ აუნთო, უეფა კი წინააღმდეგია. მე უეფა-ს პოზიცია კარგად მესმის. არ ვიცი, ეს ამბავი როგორ დასრულდება, რადგან ევროპის 18 საუკეთესო გუნდი თავის ტურნირზე თამაშს აპირებს, რომლითაც, ფაქტობრივად, ჩემპიონთა ლიგას ფასს დაუკარგავენ“, – აცხადებს გუცაევი.

დატოვე კომენტარი