ვლადიმერ გუცაევი - მაყურებლის გარეშე ბელარუსთან დიდი მხარდაჭერა დაგვაკლდება და ეს მატჩი უნდა გადაიდოს
ვლადიმერ გუცაევი - მაყურებლის გარეშე ბელარუსთან დიდი მხარდაჭერა დაგვაკლდება და ეს მატჩი უნდა გადაიდოს

ვლადიმერ გუცაევი მომხრეა, რომ ერთა ლიგის „დ“ ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა საქართველოსა და ბელარუსს შორის 26 მარტს „დინამო-არენაზე“ მაყურებლის თანდასწრებით გაიმართოს.

თბილისის „დინამოს” ლეგენდარული თავდამსხმელი და საქართველოს პირველი არხის სპორტულ გადაცემა „ტაიმაუტისთანაწამყვანის აზრით, ეს მატჩი ქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესია.

ბელარუსთან მატჩის ცარიელ სტადიონზე გამართვა მიუღებელია, რადგან, ჩემი აზრით, 13 მაისის შემდეგ ასეთი მნიშვნელობის შეხვედრა ჩვენს ფეხბურთში არ გვქონია. ამას გარდა, მაყურებლის გარეშე ბელარუსთან დიდი მხარდაჭერა დაგვაკლდება. ჩემი აზრით, კარგი იქნება, რომ მატჩი გადაიდოს და შემდეგ, როდესაც ამის დრო იქნება, მაყურებლის თანდასწრებით ჩატარდეს“ – ამბობს ვლადიმერ გუცაევი.

ერთა ლიგის „დ“ ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა საქართველოსა და ბელარუსის შეხვედრა 26 მარტს „დინამო-არენაზე“ უნდა გაიმართოს, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-სგან მატჩის იმ დროისთვის გადადებას ითხოვს, როდესაც კორონავირუსის საფრთხე ჩაივლის.