ვლადიმერ გუცაევი - იმედია, 12 ნოემბერს ყველა ფეხბურთელი მწყობრში იქნება
ვლადიმერ გუცაევი - იმედია, 12 ნოემბერს ყველა ფეხბურთელი მწყობრში იქნება

„12 ნოემბრის შეხვედრას საქართველოს ნაკრებიც შედარებით ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება და ჩრდილოეთ მაკედონიაც“, – ამის შესახებ ვლადიმერ გუცაევმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ილაპარაკა.

ოქროს თაობის თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრებების მოახლოებულ დაპირისპირებაზე ილაპარაკა, რომელიც 12 ნოემბერს თბილისში გაიმართება, გამარჯვებული კი ევრო2020-ის საგზურს მოიპოვებს.

„ჩვენი ნაკრებების პირველი ორი შეხვედრა ისე გაიმართა, ორივე ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ბევრი მოთამაშეები აკლდა. ევრო2020-ის პლეი ოფის ფინალში ასე არ იქნება, მოთამაშეები ჩრდილოეთ მაკედონიასაც დაემატება და საქართველოსაც. ეს ისეთი შეხვედრაა, რომელშიც მოთამაშეებს მოტივაცია არ დასჭირდებათ. ეს იქნება გადამწყვეტი შეხვედრა და პირადად მე ჩვენი ნაკრებისგან ბევრს ველი. იმედია, 12 ნოემბერს ყველა ფეხბურთელი მწყობრში იქნება“, – აცხადებს ვლადიმერ გუცაევი.

დატოვე კომენტარი