ვლადიმერ გუცაევი - ჩრდილომაკედონიელები ამბობენ, რომ გვაჯობეს, მაგრამ ჩვენ ვართ პირველზე, ისინი - მესამეზე #1TVSPORT
ვლადიმერ გუცაევი - ჩრდილომაკედონიელები ამბობენ, რომ გვაჯობეს, მაგრამ ჩვენ ვართ პირველზე, ისინი - მესამეზე #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანმა, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ვლადიმერ გუცაევმა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფასა და ვილი სანიოლის გუნდის გამოსვლას წარმატებული უწოდა.

„რაღაც სასწაული გააკეთეს ბიჭებმა, ჩემი აზრით – მოიგეს ერთა ლიგის ჯგუფი. ხუთი თამაში მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს. ასეთი რამ აქამდე არასოდეს მომხდარა. ჩრდილოეთ მაკედონიელები ამბობენ, რომ გვაჯობეს, მაგრამ ფაქტობრივად, სერიოზული მომენტი არ ჰქონიათ. კი, ბურთს მეტად ფლობდნენ, მაგრამ  ეს არაფერს ნიშნავს. მილიონი თამაშია, ბურთს ერთი გუნდი ფლობს და მეორე იგებს. უფრო გადის დრო და ავიწყდება გულშემატკივარს, ბურთს უფრო მეტხანს ვინ ფლობდა და რამდენი დაარტყა. ყველა შედეგს უყურებს. ცხრილსაც რომ შევხედოთ, ჩვენ ვართ პირველზე, ისინი – მესამეზე.

ახალგაზრდულ ნაკრებზეც ვიტყვი – გუნდი ძალიან საინტერესოდ თამაშობს. ბოლო ორ შეხვედრასაც ვუყურე – პორტუგალია ტრადიციულად ძლიერია. თურქეთში კი გამოგონილი პენალტით მოგვიგეს, რაც მოსალოდნელი იყო. იმედია, ევროპის ჩემპიონატზე ამ გუნდს ეროვნული ნაკრებიდან ბევრი მოთამაშე დაემატება – მამარდაშვილი, კვარაცხელია, წიტაიშვილი, დავითაშვილი, მექვაბიშვილი. ასე  გაცილებით ძლიერი ნაკრები გვეყოლება“, – განაცხადა  ვლადიმერ გუცაევმა.