ვლადიმერ გუცაევი - 19-წლამდელთა ნაკრების გამოსვლა დიდი წარმატებაა #1TVSPORT
ვლადიმერ გუცაევი - 19-წლამდელთა ნაკრების გამოსვლა დიდი წარმატებაა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტისთანაწმყვანმა, ლეგენდარულმა დინამოელმა ვლადიმერ გუცაევმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წარმატებულ გამოსვლაზე ილაპარაკა.

– ვასიკო ჩემი ძველი მეგობარია და ძალიან გამიხარდა, როდესაც მისი გუნდის წარმატების ამბავი გავიგე. ნორვეგიის 19-წლამდელთა ნაკრები ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრებია, პრესაშიც წამიკითხია და ვასიკოსაც ველაპარაკე. დიდი წარმატებაა. ალბათ, მთელი საქართველო ულოცავს გუნდს პირველ ადგილზე გასვლას, რადგან ქართულ ფეხბურთში ჯერჯერობით ისეთი მძიმე ვითარებაა, რომ ნებისმიერი მოგება ხალხს უხარია, მით უფრო, ახალგაზრდები რომ იგებენ და თანაც ასეთ სერიოზულ კონკურენტებთან. უელსთან და ნორვეგიასთან ჯგუფში პირველ ადგილს რომ დაიკავებ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

– გუნდმა ერთი გოლი არ გაუშვა, რაც აუცილებლად აღსანიშნავია. როდესაც დაცვა კარგად თამაშობს, ეს გუნდზეც აისახება და ნახევარმცველებიც და თავდამსხმელებიც უფრო თავისუფლად თამაშობენ. ამიტომ კარგია, რომ მაისურაძემ ამ საკითხებზე ბევრი იმუშავა და პოზიციები ასე დაალაგა.

ვასილ მაისურაძის გუნდმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-10 ჯგუფში მასპინძელი ნორვეგია 1:0 დაამარცხა, 3 მატჩში 7 ქულით  პირველი ადგილით მოიპოვა და ელიტ-რაუნდში გავიდა.